მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გელოვანზე “დაკიდული ხიდის” პროექტისთვის მერიას ამ ეტაპზე ფინანსები არ აქვს

620d0e62a2aff
ანუკა ჯოხაძე
17.02.22 00:13
8606
“ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. მოგვიანებით, 2019 წელს, უკვე თბილისის მერმა კალაძემ თქვა, რომ ეს კვანძი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და გამოცხადდა ტენდერიც, რომლის ღირებულებაც 21 მლნ ლარი იყო, თუმცა საბოლოოდ პროექტი პანდემიის გამო დაპაუზდა.

აღნიშნული პროექტი კახა კალაძის 2021 წელს წინასაარჩევნო დაპირებებში ისევ მოხვდა, თუმცა დღესაც უცნობია, როდის დაიწყებს თბილისის მერია პროექტის განხორციელებას. მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ პროექტი პრიორიტეტებშია.

“ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის გაჩერება მოხდა, პანდემია იყო. ამ პროექტზე გამოყოფილი თანხების სხვა პროექტებზე მიმართვა მოხდა. სრული საპროექტო დოკუმენტაცია მზად გვაქვს და გიდასტურებთ, რომ თბილისის მერიისთვის ეს დღესაც ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. როგორც კი ამისთვის საჭირო ფინანსები იქნება, დავიწყებთ სამუშაოებს", - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.