საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და თანამშრომლობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების და სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში არსებული სხვადასხვა ინიციატივებსა და დეკლარაციებზე საქართველოს მიერთების შესახებ. საუბარია დეკლარაციაზე „მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების შესახებ” (Declaration on MSMEs); ინიციატივაზე „ინვესტიციების წახალისება განვითარებისთვის“ (Initiative on Investment Facilitation for Development); დეკლარაციაზე ვაჭრობისა და ჯანდაცვის შესახებ (Declaration on Trade and Health).
გენადი არველაძის თქმით, საქართველო აქტიურად განაგრძობს აღნიშნული ორგანიზაციის სხვადასხვა ინიციატივებთან მიერთების საკითხის განხილვას.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო