მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენადი არველაძემ ისრაელის წარმომადგენელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრა

62a862dc7eeec
მარიამ ვარადაშვილი
14.06.22 18:38
555
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მე-12 მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ისრაელის სავაჭრო წარმომადგენელ ოჰად კოენთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის თავისუფლების ვაჭრობის შეთანხმების საკითხიც განიხილეს.

“ასევე ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივაზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა მიზანშეწონილობის კვლევაზე საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომელიც 2020 წელს დასრულდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება”, - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.