ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის სტრატეგიის პროექტი მოამზადა. დოკუმენტში საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა დგას. მათ შორის ხაზგასმულია ის, რომ საქართველოს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის ტემპი ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას ჩამორჩება, რის გამოც მზარდია ელექტროენერგიის სექტორში იმპორტის წილი.
“ელექტროენერგიის სექტორში გენერაციის ობიექტების მშენებლობის შეფერხებების გამო ჯამური მიწოდება ჩამორჩება მოთხოვნას, რის გამოც საქართველო ელექტროენერგიის წლიური მოთხოვნის დაახლოებით 116%-ს მეზობელი ქვეყნებიდან იკმაყოფილებს, ხოლო ზამთარში ეს მაჩვენებელი 20%-ს აღემატება. ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს ზამთარში, როდესაც ჰესების გამომუშავება მინიმუმამდეა შემცირებული, შესაბამისად იზრდება იმპორტირებული ელექტორენერგიის და თბოელექტროსადგურების გამომუშავების წილი, რომლებიც რესურსად იმპორტირებულ ბუნებრივ გაზს იყენებენ. შემოდგომა-ზამთრის თვეებში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება იზრდება. შედეგად, ადგილი აქვს ენერგოსისტემის მოქნილობისა და უსაფრთხოების დონის შემცირებას.
თბოელექტროსადგურების იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების გათვალისწინებით ელექტროენერგიის ნეტ-იმპორტ დამოკიდებულება (თბოელექტროსადგურების ჩათვლით) შემდეგია – 32.5% წლიური (2019), 56.1% თვიური (დეკემბერი 2019). ელექტროენერგიის იმპორტის 68% აზერბაიჯანიდან, 32% კი რუსეთიდან განხორციელდა. იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციის ინდექსი (SCI) 2019 წელს - 4.5%-ს შეადგენდა,”- ნათქვამია სტრატეგიის დოკუმენტში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აღნიშნულ პრობლემაზე ხაზგასმის მიუხედავად, მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული, თუ რას გააკეთებს სახელმწიფო საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებებში, რათა ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა დაჩქარდეს. მათ შორის სიტყვიერად დოკუმენტში არაა მოხსენიებული არც "ნენსკრას", "ხუდონის" და "ნამახვანჰესის" პროექტები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი