მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სასაკლაო ფუნქციონირებს საქართველოში? - საქსტატი

5f3d17231c388
ინგა მურუსიძე
19.08.20 15:30
1968
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში 84 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.

საქსტატის ინფორმაციით, მათგან 20.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.5 პროცენტი - კახეთში, 13.1 პროცენტი - იმერეთში, 13.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.9 პროცენტი- შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 26.2 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 62.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 39.6 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 60.4 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 773.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.