მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

General Motors-ი 3 000-მდე ახალ თანამშრომელს დაიქირავებს

5fabf07289a7d
ნათია თაქთაქიშვილი
11.11.20 20:25
834
ავტოკონცერნი General Motors-ი აცხადებს, რომ კომპანია 3 000-მდე ახალ თანამშრომელს დაიქირავებს, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რადგან კომპანიის მიზანს ელექტრომობილების წარმოების დაწყების დაჩქარება წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ახალი თანამშრომლების მიღება 2021 წლის პირველი კვარტლიდან იგეგმება და როგორც General Motors-ი აცხადებს, მათ უმეტესობას შესაძლებლობა ექნება მათთვის განკუთვნილი სამუშაო დისტანციურად შეასრულონ.

ავტოკონცერნის განცხადებით, ახალი თანამშრომლების აყვანა მათ მისცემს შესაძლებლობას 2023 წლისთვის მინიმუმ 20 ახალი ელეტრომობილი წარადგინონ ბაზარზე. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 20 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს 2025 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ General Motors-ში დაახლოებით 164,000 ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს მასშტაბით. GM-მა მასშტაბური რესტრუქტურიზაციის შესახებ 2018 წელს გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 3 ქარხანა დახურა და თანამშრომელთა რაოდენობა კი 8000-ით შეამცირა.