მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

General Motors-მა ელექტრო Hummer-ი წარადგინა

606b1c9b27e7f
ნათია თაქთაქიშვილი
05.04.21 21:30
726
ავტოკონცერნმა General Motors-მა, ელექტრონული Hummer-ი წარადგინა, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდება და მისი ღირებულება 110,000 აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Hummer-ის ელექტრონულ მოდელს 170-მდე ცხენის ძალა ექნება და ერთი დატენვით 250-300 მილის დაფარვას შეძლებს.

ელექტრონული Hummer-ის ფასი 80,000 -110,595 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მანქანის კომპლექტაციაზე.

General Motors-მა წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, ავტომობილის რეზერვაცია ავტომწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან არის შესაძლებელი.

General Motors-ი აცხადებს, რომ კომპანია ახალი თაობის ელექტრომობილების განვითარებაში 27 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს, General Motors-ის მიზანია 2025 წლიდან ელექტრონული და თვითმართვადი ავტომობილების წარმოებაზე გადასვლა.