მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

General Motors-მა პირველი უპილოტო ავტომობილი წარადგინა

5e2950e472c71
ნათია თაქთაქიშვილი
23.01.20 14:00
946
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნის General Motors-ის სტარტაპ კომპანია Cruise-მა პირველი უპილოტო ავტომობილი წარმოადგინა. ამის შესახებ BBC წერს.

Cruise-მა უპილოტო ავტომობილის შექმნასთან დაკავშირებით Honda-სთან ითანამშრომლა, კომპანია Honda თავის მხრივ ასევე ფლობს წილს აღნიშნულ სტარტაპში.

ავტომობილ Cruise Origin-ს არ აქვს საჭე და პედლები. ავტომობილში 6 ადამიანს შეუძლია მოთავსდეს. Cruise Origin-ში არის მონიტორები, რომლებიც აჩვენებენ მარშრუტს და იძლევიან სხვა დამატებით ინფორმაციას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტომობილი სერიული წარმოებისთვის მზად არის, მაგრამ აღნიშნული მოდელი მხოლოდ სადემონსტრაციოა და გაყიდვისთვის არ არის გათვალისწინებული.

ამასთან კომპანია აღნიშნავს, რომ მასიური წარმოების და ბაზარზე გამოსვლის თარიღი ჯერ არ სახელდება. იმისთვის, რომ Cruise Origin-ს საზოგადოებრივი სარგებლობის გზებზე გადაადგილების უფლება მიეცეს, General Motors-ს ხელისუფლების სპეციალური ნებართვა სჭირდება.