მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

General Motors-მა ყველაზე იაფი ელექტრომობილების გაყიდვა დაიწყო

607ed2724e261
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.21 21:05
1046
ავტოკონცერნ General Motors-ის მფლობელობაში მყოფმა Wuling Hong Guang-მა პირველი ყველაზე იაფიანი ელექტრომობილი Mini EV-ი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყველაზე იაფიანი ელექტრომობილი, რომელიც ზომებით დაახლოებით Fiat 500-ს წააგავს, სულ რაღაც 4,400 აშშ დოლარი ეღირება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს მოდელი ჩინეთის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი იქნება.

ამ ეტაპზე ავტომობილის სამი ფერია ხელმისაწვდომი: მწვანე, ყვითელი და ვარდისფერი. კომპლექტაციის მიხედვით, ავტომობილის ღირებულება შეიძლება 5,775 – 6,700 აშშ დოლარამდე გაიზარდოს.

ელექტრონულ ავტომობილს 27 ცხენის ძალის ძრავა აქვს, რომელსაც ერთი დატენვით დაახლოებით 105 მილის გავლა შეუძლია. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 62 მილი/ საათში.

GM-ის განცხადებით, ამ ეტაპზე  აღნიშნული მოდელის 270,000 ელექტრომობილია გაყიდული.