16.ივნისი .2021 14:14

რამდენად არის გაზრდილი კომპანიების საკრედიტო რისკები? - სებ-ის პასუხი

რამდენად არის გაზრდილი კომპანიების საკრედიტო რისკები? - სებ-ის პასუხი
views 382
უკან

BMG-იმ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას მიმართა კითხვით თუ რამდენად არის გაზრდილი კერძო სექტორის საკრედიტო რისკები პანდემიის შედეგად. ლეჟავას განმარტებით, დღეისთვის კომპანიების მთლიანი ვალდებულებები ქართული ბანკების მიმართ მშპ-ის 40%-ის ტოლია, საგარეო კრედიტების ჩათვლით კი - კორპორატიული სექტორის მთლიანი სესხები მშპ-ის 66%-ს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, რისკს წარმოადგენს ფაქტი, რომ ამ სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია ნიმინირებული და არ არის სათანადოდ ჰეჯირებული.

“2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, კომპანიების ადგილობრივი ვალი მშპ-ის 40%-ზეა, ხოლო საგარეო ვალის ჩათვლით მთლიანი ვალი მშპ-ის 66%-ზეა. პანდემიის განმავლობაში კომპანიების ვალის ზრდაზე გავლენა იქონია ერთი მხრივ ეკონომიკის შემცირებამ, მეორე მხრივ კი გაცვლითმა კურსმა. ჩვენი შეფასებით, ვალის ზრდა უნდა იყოს დროებითი ხასიათის და მნიშვნელოვან საფრთხეს არ შეიცავს. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად გაიზრდება კომპანიების შემოსავლები და ვალი უფრო მდგრად დონეზე შენარჩუნდება.

პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია გარკვეულ სექტორებსა და სეგმენტებზე. ასეთია ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი, სამასპინძლო და უძრავი ქონების სექტორი. ამ პერიოდში იცით, რომ ბანკებმა მსესხებლების დიდ ნაწილს გადაუვადეს სესხები, ამან ერთი მხრივ, ხელი შეუწყო კომპანიებისთვის გაზრდილი ტვირთის შემცირებას. მნიშვნელოვანი იყო მთავრობის როლიც, რომელმაც აამოქმედა მიზნობრივი სექტორული მხარდაჭერის პროგრმები. დღეისთვის სესხების კვლავ 15% სარგებლობს საშეღავათო პერიოდით. მიუხედავად გაჯანსაღებისა, რა თქმა უნდა, რისკები ნარჩუნდება. მთავარ რისკს წარმოადგენს პანდემიის დასრულებასთან არსებული გაურკვევლობა და კომპანიების სესხების დოლარიზაცია, რომელიც არ არის სათანადოდ ჰეჯირებული", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიანი საკრედიტო პორტფელის 10%-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა