მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოს ლოგისტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს - პრეზიდენტი

628b3e969665c
მარიამ ვარადაშვილი
23.05.22 12:09
651
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიას სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა საკუთარ სიტყვაში ომის გამო რეგიონში შეცვლილ ვითარებაზე ისაუბრა, რამაც სატრანსპორტო დერეფანში ცვლილებები გამოიწვია.

ზურაბიშვილის თქმით, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლი, გაზარდა.

“ომი ხაზს უსვამს ალტერნატიული სატრანსპორტო სისტემების სწრაფი განვითარების აუცილებლობას, ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვების შესანარჩუნებლად. მიუხედავად მის სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის.

გეოპოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც კარიბჭეს აზიისაკენ და როგორც არსებით სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბს, არსებით რგოლს შუა დერეფანში არხის გავლით საქონლის გადაადგილებისთვის, რომელიც შავ ზღვას, კავკასიას და ევრაზიის კონტინენტს აკავშირებს.

ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.