მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მშენებლობის თვითღირებულება გაძვირდა

605d94ec2ede5
BM.GE
26.03.21 12:40
2210
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8%-იანი ზრდით, რამაც 2.76 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წლიურ ჭრილში კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.7%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 9.3%-იანი ზრდით, რაც 5.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.