ქართველები რომ სტუმართმოყვარეობით ვართ ცნობილი, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა დღეს, როდესაც პანდემიამ მსოფლიოს საზღვრების ჩაკეტვა აიძულა, სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. შესაბამისად, ვერც ჩვენი ლეგენდარული მასპინძლობით ვიწონებთ თავს და ვეღარც ჩვენი პატარა ქვეყნის დაუჯერებელი ისტორიით, ბუნებით, კულინარიით და სხვა ბევრი რამით ვცდილობთ ჩამოსული ტურისტების გაოცებას.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ფოსტის უშუალო საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საინტერესო გამოსავალს მივაგენით და გადავწყვიტეთ ქართული სტუმართმოყვარეობა ჩავდოთ ამანათში, შევფუთოთ და გავუგზავნოთ მათ, ვინც ვერ ჩამოვიდა. ამ იდეის განსახორციელებლად შეიქმნა კამპანია - „გააგზავნე საქართველო ფოსტით!“.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები პატარა ვიდეოებს გვიზიარებენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს გვიყვებიან ყველაზე მეტად რა უყვართ, აინტერესებთ ან ენატრებათ საქართველოში. ხოლო ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ გაუგზავნოთ საქართველო მათ. მოუსმინე საქართველოს უცხოელ მეგობრებს და აჩვენე როგორი მასპინძლობა ვიცით.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს. ამისათვის საჭიროა ესტუმროთ ჩვენს პლატფორმას georgiabypost.com, გაეცნოთ ადრესატებს, მოუსმინოთ მათ ამბებს, აირჩიოთ რომელიმე მათგანი და მოიფიქროთ, თუ როგორ ჩაატევთ თქვენს პირად საქართველოს ერთ ამანათში. თქვენს „პატარა საქართველოს“ ადრესატი საქართველოს ფოსტის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღებს.
დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი მასპინძლობა საზღვრებსაც კი სცდება. კამპანიაზე საქართველოს ფოსტის გუნდთან ერთად იმუშავა სარეკლამო სააგენტო „რედბერმა“. კამპანიას მრავალი გაცოცხლებული ისტორიით და ლამაზი ვიზუალებით შეხვდებით საქართველოს ფოსტის ფესბუქის, ინსტაგრამის და ტვიტერის გვერდზე, ასევე ჩვენი მედია პარტნიორის „Spend 4 Seasons in Georgia“-ს საკომუნიკაციო არხებზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ