მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება

5f33f07b619c1
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 17:30
1250
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. საუბარია კომპანია „ლენდოზე“, რომლის ლიკვიდაციის პროცესი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის N267 განკარგულებით დაიწყო.

„პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. N7, მე-5 სართული, საკონტაქტო ტელ: 568 16 17 26, ელ. ფოსტა: naroushvili.liq@gmail.com“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს ეროვნულის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა 2020 წლის 21 ივლისს გამოსცა.