მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ბიუჯეტის ნაშთიდან 1.95 მლრდ ლარი საბანკო დეპოზიტებზე უდევს

60ccbe1c3bea4
BM.GE
18.06.21 19:47
1887
გამოქვეყნდა ბიუჯეტის შესრულების მაისის თვის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად ბიუჯეტის ნაშთი 2.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც უშუალოდ ხაზინის ანგარიშზე ირიცხება. ამასთანავე, ბიუჯეტის კუთვნილი 1.95 მილიარდი ლარი კომერციული ბანკების მოკლევადიან დეპოზიტებზე არის განთავსებული და მას სარგებელიც ერიცხება. ამასთანავე, კომერციულ ბანკებში არის განთავსებული 594 მილიონიც, რომელსაც ასევე ერიცხება სარგებელი. 

"სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2021 წლის 1 იანვრისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებულმა ნაშთმა შეადგინა 2.31 მილიარდი  ლარი. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2021 წლის 1 ივნისისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 1.89 მილიარდი ლარი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301–ე დადგენილების ,,სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ’’, თანახმად, ხაზინის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან, 1.95 მილიარდი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის #845–ე განკარგულების თანახმად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრებიდან, 594 მილიონი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რომელ კომერციულ ბანკებში არის ეს თანხები განთავსებული და რა საპროცენტო სარგებელი ერიცხება მათ.