მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სკოლებში ექიმის ინსტიტუტი უნდა აღდგეს" - პარლამენტში კანონპროექტს განიხილავენ

5f6b2632abbc0
ინგა მურუსიძე
23.09.20 14:46
1069
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

საკითხზე მომხსენებლის, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილება ითვალისწინებს სკოლებში სამედიცინო სერვისების შემოტანას.

კერძოდ, კანონის მიხედვით, ყველა სკოლა იქნება ვალდებული მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოს სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

კომიტეტის წევრების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არა თუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიცაა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სკოლებში საექიმო კაბინეტები 2002 წლამდე არსებობდა, შემდეგში კი მათი გაუქმება ნამდვილად არასწორი იყო და აუცილებელია, რომ სკოლებში აღვადგინოთ ექიმის ინსტიტუტი.

კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე  მხარი ერთხმად დაუჭირა.