მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის 100%-იანი წილის მფლობელი ილონ მასკი ხდება - შეთანხმება მიღწეულია

6266f7382300a
გიორგი თოლორდავა
25.04.22 23:27
2835
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და Twitter-ის დირექტორთა საბჭოს შორის შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია, 44 მილიარდ დოლარად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ილონ მასკი გახდება.

სოციალური ქსელის შეძენის სურვილი Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორმა ორი კვირის წინ გამოთქვა და შესაბამისი შეთავაზებაც გააკეთა, მასკმა გამოხატა მზაობა, რომ კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 54.20 დოლარი გადაეხადა, რაც მის პირველ ინვესტიციამდე დაფიქსირებულ სავაჭრო ფასთან შედარებით 38%-ით მეტია.

ილონ მასკის განცხადებით, ის გეგმავს, რომ Twitter-ში მნიშვნელოვნად გაზარდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის სტანდარტები, არსებული ცენზურა კი პრაქტიკულად გააუქმოს. მისი განმარტებით, Twitter-ის შეძენა არ ემსახურება კომერციულ ინტერესებს და მილიარდერი ინვესტიციას სოციალური ქსელიდან მოგების მისაღებად არ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მასკის განზრახვას Twitter-ის დირექტორთა საბჭო დადებითად არ შეხვედრია და მის შესაჩერებად გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ.

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საფონდო ბირჟაზე Twitter-ის აქციების ღირებულება 5.6%-ით გაიზარდა. ერთთვიან ჭრილში კი, კომპანიის საბაზრო ღირებულება 30%-ზე მეტითაა გაზრდილი. 


საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.