მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში უმუშევრობის მაჩვენებელმა 6.9% შეადგინა

612f8a13ebfcb
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.21 22:25
760
ევროკავშირში უმუშევრობის მაჩვენებელმა ივლისის თვეში 6.9% შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.6%-ით შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

"ევროსტატის" მონაცემებით, 2021 წლის ივლისში, უმუშევარი ახალგაზრდების (25 წლამდე) რაოდენობამ 2.854 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე შემცირებულია უმუშევარი ახალგაზრდების რაოდენობაც, ევროკავშირში კლებამ 420 000 შეადგინა, ხოლო ევროზონაში - 360,000.