მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწოლების მობილიზება ჩვენი მიზანი არ არის" - მინისტრი

5fbcde35e3ed4
ინგა მურუსიძე
24.11.20 20:31
810
ჩვენი მიზანი საწოლების მობილიზება არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ორიენტირებულია კორონავირუსის პრევენციაზე, ჯაჭვის გაწყვეტასა და ინფექციის შეჩერებაზე.

„საქართველოში სულ გვაქვს 17 ათასი საწოლი, აქედან სპეციფიური არის 5000, შესაბამისად, ჩვენ გვრჩება 12 ათასი საწოლი, რომლის მობილიზაცია შესაძლებელია. 12 ათას საწოლში აუცილებლად ვითვალისწინებთ ყველა იმ სომატურ ნოზოლოგიას, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სტაციონალურ მეთვალყურეობას, ჩვენ ვაკვირდებით ყოველდღიურად, ამ მობილიზებული საწოლფონდის შედეგად რა დატვირთვა არის სომატურ საწოლებზე და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელ რეგიონში რამდენი საწოლია საჭირო და რომელი საავადმყოფო უნდა ჩაერთოს პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე თავისუფალია 200 საწოლზე მეტი.