მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდებში დისტანციურად მომუშავე საჯარო მოხელეები თვეში დამატებით $400-ს მიიღებენ

5f848fc187268
თათია კაკიაშვილი
12.10.20 23:40
7568
ნიდერლანდებში სახლიდან დისტანციურად მომუშავე საჯარო მოსამსახურეები დამსაქმებლებისგან წელიწადში დამატებით 400 დოლარზე მეტს, ანუ დღეში დაახლოებით $2-ს მიიღებენ. ამის მიზეზი ჰოლანდიელი პროფკავშირების მოთხოვნა გახდა, კერძოდ, საჯარო მოხელეთა შრომით ხელშეკრულებებში სახლიდან დისტანციურ სამუშაოზე სპეციალური ანაზღაურება შევიდა.

დამატებითი ანაზღაურების დამტკიცების საკითხს წინ კვლევა უძღვოდა, რომელიც ივლისში ჰოლანდიის ოჯახის დაფინანსების ინსტიტუტმა ჩაატარა და, შედეგად, დაანგარიშდა, საშუალოდ რა ჯდება სახლიდან მუშაობა კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში. ანგარიშის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ დისტანციურად მუშაობის დროს, დასაქმებულთა ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მომატებული გადასახადები, ტუალეტის ქაღალდისა და ყავისა და ჩაის ხარჯები. საგულისხმოა ისიც, რომ ჰოლანდიაში საშუალო ადამიანი სამსახურში დღეში ექვს ჭიქა ცხელ სასმელს მიირთმევს. 2,5 ცენტი განისაზღვრა დღეში ტუალეტის ქაღალდისთვის და 70 ცენტი - ცხელი სასმელებისთვის.

ინსტიტუტმა ასევე გაითვალისწინა დღეში 0,01 ცენტი მაგიდისა და სკამის ”ცვეთისთვის”.

დამსაქმებლის მიერ დამატებით ასანაზღაურებელ თანხაში არ შედის დამქირავებლების მიერ ხშირად გაღებული ისეთი ხარჯები, როგორიც გათვალისწინებულია კომპიუტერული ტექნიკისთვის, ტელეფონის და მგზავრობისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს CBS-ის თანახმად, პანდემიის ფონზე სახლიდან მომუშავე ჰოლანდიელთა წილი თითქმის გაორმაგებულია.