მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაბუნია: სასუნთქი აპარატების პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად არ არის

5fe5a71f5f357
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.20 12:46
1389
დღეს თავისუფალი გვაქვს 350 რეანიმაციული საწოლი თავისი აპარატით, ანუ ამის პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების  შემდეგ ჟურნალისტების მიერ სასუნთქ აპარატებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანში სასუნთქი აპარატების შეძენა კოვიდის გავრცელების პირველივე ეტაპზე ხორციელდებოდა და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რიომ ქვეყანაში სასუნთქი აპარატების სერტიფიცირების შესაძლებლობა და პრაქტიკა არ არსებობს, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

„ცუდია, რომ მედიაში სამედიცინო საშუალებებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება, რადგან ეს ის ძირითადი დამხმარე საშუალებებია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებული პაციენტების მართვისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიის პირველივე ეტაპზე შეიძინა სუნთქვის მაღალტექნოლოგიური აპარატები. მათი ღირებულება მერყეობს დაახლოებით 25 000-დან 27 000 დოლარამდე, მაგრამ ეს არის სუნთქვის აპარატები, რომელიც ინტუბაციის შემთხვევაში პაციენტს რეალურად სჭირდება.

ამ აპარატების გამოყენება ხშირად ხდებოდა არაინვაზიური ვენტილაციისთვის, რადგან პაციენტების რაოდენობა იყო მზარდი ჯანმოს ნუსხაზე დამყარებით, რომელიც ითვალისწინებს იმ აუცილებელ აპარატურას, რაც ჟანგბადის მიწოდებისთვის უნდა იყოს. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა სამი ტიპის არაინვაზიური ვენტილაციის საშუალებები. ეს არის ბიპაპის აპარატი, რომელიც წარსულში გამოყენებული იყო სუნთქვის აპნოის სამკურნალოდ, მაგრამ კოვიდის გავრცელების შემდეგ ბევრი ქვეყანა მას იყენებს კოვიდის შემთხვევაში ჟანგბადის წნევით მიწოდების უზრუნველყოფისთვის.

აპარატი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ გახლავთ ამერიკულის წამლის და საკვების სააგნეტოს მიერ აღიარებული. ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის აპარატურის სერტიფიცირება ჯერჯერობით არ ხდება, ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ აღიარებულ გამოცდილებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნია, ის აპარატები დაასახელა, რომლის შეძენა დღეს ქვეყანაში ხდება.

„წამოვიღე FDA-ს ნუსხა და სწორედ ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ 500 ცალი და მისი ღირებულება დაახლოებით 700-დან 800 დოლარამდეა, რათა თერაპიულ განყოფილებებშიც პაციენტებს ჰქონოდათ ჟანგბადის წნევით მიწოდების შესაძლებლობა.

ქართველმა ექიმებმა იციან ამ აპარატების გამოყენება და უხერხულია ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ქართველმა ექიმებმა შესაძლოა არ იცოდნენ მათი გამოყენების წესი და ამ პროცესში შეიძლება დაზიანდეს ფილტვის ქსოვილი.

ასევე შეძენილია 50 მაღალი სიხშირის წნევის აპარატი ე.წ. „ჰაი ფლოუ“ და 300 ერთეული გერმანული წარმოების კომბინირებული ბიპაპის და ჰაი ფლუოს აპარატი, რომელიც გადანაწილდა კლინიკებში. ამჟამად მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური ინსტრუქტაჟი პერსონალის თუ რა შემთხვევაში, როდის და პაციენტების რომელ კატეგორიაში უნდა იყოს გამოყენებული ეს აპარატურა.

ასევე ველოდებით დამატებით მაღალი სპეციფიკაციის სუნთქვის აპარატებს, რომელიც შეძენილია მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში და ისინი იქნება რეანიმაციული კრიტიკული პაციენტებისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.