საზოგადოებრივი მაუწყებელი რეიტინგების მთვლელებს არ ენდობა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლის წლიური ანგარიში წარადგინა.
სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე დაინტერესდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართულ მაუწყებლებს შორის მერამდენეა რეიტინგით და რითია განპირობებული, რომ "დიდი დაფინანსების პირობებში არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე".
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანა ყოველთვის იყო, რომ ჰქონოდა ინფორმაცია ბაზარზე არსებული ტელევიზიების რეიტინგების სურათის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე. 2005-2015 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგს კომპანია „თივიემარი“ ზომავდა, შემდეგ 2016-2017 წლებში „კანტარი“ შემოვიდა. ორივე მთვლელს ჰქონდა მკვეთრად განსხვავებული ციფრები... აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთვლელებს ნაკლებად ენდობა. ამ ეტაპზე მაუწყებელს შემოყვანილი ჰყავს სტატისტიკოსები და მუშაობენ ამ მიმართულებით, რომ შემდგომი ნაბიჯები რა უნდა გადადგას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მოკლედ, რომ გითხრა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არცერთ მთვლელს არ ენდობა“, - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.
ასეთი პასუხის მიუხედავად, ნატო ჩხეიძემ მაუწყებლის წარმომადგენელს დამატებით ჰკითხა, მაინც მერამდენეა საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ მთვლელების მონაცემებით, რომელსაც არხი არ ენდობა.
"მე-6 პოზიცია, მე-7 პოზიცია, მე-8 პოზიციაც არის... რეალურად, ჩვენ არ ვიცით რომელ ადგილს ვიკავებთ - ესაა მე-5, მე-12 თუ პირველი... როცა ნდობა არ არის, ვერ ვიგებთ“, - განაცხადა ფუტკარაძემ.
ნატო ჩხაიძე: თუ არ ენდობით არავის, მაშინ რაზე დაყრდნობით დაამატეთ გადაცემა „მასტერშეფის“ ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარი და ამბობთ, რომ იმიტომ დავამატეთ, რეიტინგულიაო?
ირინა ფუტკარაძე: მაღალი რეიტინგი აქვს, რადგან ის არის სხვა პლატფორმებზეც, მაგალითად, ჩვენს იუთუბ არხზე და ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ესეც იყო ჩვენთვის ერთ-ერთი კრიტერიუმი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი