მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 მილიონი ვიზიტორიდან, ვინც საქართველოს სასტუმროებში გაჩერდა, უმრავლეობა რუსია

5f47a57ab822d
BM.GE
27.08.20 18:30
1376
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოში 1 682 რეგისტრირებული სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.6%-ით მეტია.

კვლევა აჩვენებს, რომ 1 682 სასტუმროში შარშან 4 მლნ სტუმარი გაჩერდა ანუ 9.5%-ით მეტი, ვიდრე - 2018 წელს.

საქსტატის ინფორმაციითვე, სტუმართა 71.5 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 18.5 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით აღემატება.

ცნობისთვის: გასულ წელს, ჯამურად, საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების 20% რუსეთის მოქალაქე იყო. 2019 წელსვე, 2018 წელთან შედარებით, რუსეთის ფედერაციიდან 4.8 %-ით მეტი - 1.5 მილიონი ვიზიტი განხორციელდა.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზტორების სტატისტიკას, ვინც სასტუმროებში გაათია ღამე, უმეტესობას გერმანიის (3.3%) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი ისრაელის (12.4 %) და თურქეთის (9.7 %) მოქალაქეებს ეკავათ.

ცნობისთვის: სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასტუმროების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საქმიანობის პროფილით, ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაციებისგან იღებს.