02.აგვისტო .2020 18:03

რაჭაში 7 სოფელთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

views 384
უკან

რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-5 დღეა გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაობის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე კმ-დან 500 მეტრში, დროებითი გზა მოეწყო და გზის ჩამოშლილი მონაკვეთი გაიხსნა. მძიმე ტექნიკა აგრძელებს 128-ე და 129-ე კმ-ზე დროებითი გზის მოწყობისა და გეოდეზიური სამუშაოებს.

ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში კი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 11 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. ჯერ-ჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კი კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.

ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, რათა საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი.