მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანადაცვის სამინისტრო სექტორის პროკურორიც ხდება და მოსამართლეც - დეპუტატი

5ee88e1a9affe
თელარა გელანტია
16.06.20 13:10
1132
“მთავრობამ მოამზადა ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების ისეთი პაკეტი, რომელიც 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა და რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება-დახურვა-შერწყმას, სამედიცინო პესონალის უმუშევრობას და/ან შემოსავლის შემცირებას, გაზრდის კორუფციის რისკს მაკონტროლებელ ორგანოებში. ეს ყველაფერი გადატყდება პაციენტზე, მის ჯანმრთელობასა და ჯიბეზე,” - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომზადებული ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო არ სჯერდება მარეგულირებლის და მაკონტროლებლის ფუნქციებს და იმ ფუნქციებსაც ითავსებს, რასაც აქამდე სასამართლო ახორციელებდა.

თემასთან დაკავშირებით, გასულ კვირას განცხადება BAG-მაც გაავრცელა. ბიზნეს ასოციაციაში მიუთითებენ, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში, კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად გამიზნულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ, პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოშობს და ჯანდაცვის სექტორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან შეუსაბამოდ იზრდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებები, რთულდება ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების პირობები, სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.

“იქიდან გამომდინარე, რა ურთიერთობაც ჯანდაცვისა სამინისტროს სამედიცინო სექტორთან ბოლო წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც იქნება და მოსამართლეც, სექტორის კი სამართალს ვეღარსად იპოვის,” - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილიც.

დეპუტატის აზრით, შემაშფოთებელია, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები 520-ე დადგენილებით მიღებული ზარალზე საუბრობენ და ამ დროს მთავრობა მათი დასჯის ახალ მექანიზმებს ქმნის. ახალი კორონავისრუსის ეპიდემიის პირობებში, მთავრობა, პირიქით, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს და არა მის დასუსტებაზე.

მისივე თქმით, აქამდე ჯანდაცვის სიტემის "ქართული ოცნების" მიერ 2013 წელს შემოღებული დაფინასების მოდელმა მიგვიყვანა. იგი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მათთვის სამართლიან კონკურენციას, პაციენტებისათვის კი - ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.

“ოღონდ სამედიცინო სექტორს იმავდროულად სჭირდება გარანტია, რომ სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება მოხდება გააზრებულად, გეგმაზომიერად, ყველასთან შეთანხმებით და ეტაპობრივად, და სახელმწიფო იქნება მიუკერძოებელი არბიტრი სადაზღვევო და სამედიცინო სექტორებს შორის და არა დასჯაზე ორიენტირებული პრკურორი,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.