მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყურძნის სუბსიდიიდან გამოსვლა გვინდა, მაგრამ წელს ალბათ გაგვიჭირდება – სოფლის მეურნეობის მინისტრი

62583c1865960
სალომე მეცხვარიშვილი
14.04.22 19:19
1368
გვინდა ყურძნის სუბსიდიიდან გამოსვლა, მაგრამ წელს ალბათ გაგვიჭირდება – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. პარლამენტარები დაინტერესდნენ, რას აპირებს მთავრობა წელს რთველთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აკვირდებიან სიტუაციას და გადაწყვეტილებას მოგვიანებით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მიიღებენ.

“დაველოდებით მოვლენების განვითრებას. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მეწარმეებთან. 

იცით, რომ რთველი ყოველ წელს არის გამოწვევა; ყოველ წელს გვიწევს ჩარევა, გვინდა იმ პროცესიდან გამოსვლა, რასაც სუბსიდია ჰქვია და ეს სწორი იქნება. თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ალბათ გაგვიჭირდება ამის გაკეთება. ფერმერებს არ დავტოვებთ ამ პროცესში მარტო. მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”,– აცხადებს მინისტრი.