მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

750 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს

5f17d1673087d
თელარა გელანტია
22.07.20 09:39
1079
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე - სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა 750 ლარის ოდენობით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.