მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ ,,ალგორითმის“ საქმეზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა

60fa6600bc3e7
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 10:41
886
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ალგორითმის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, - ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო ავრეცელებს.

საკითხი მსგავსი დასახელების კომპანიის - შპს „ალგორითმის “მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს ეხებოდა. სააგენტოში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომჩივანი კომპანია „ალგორითმი“ მოპასუხე კომპანია „ალგორითმის“ მხრიდან მისი სახელითა და რეპუტაციით სარგებლობის, დომეინ მისამართის მისაკუთრების, ლოგოების მსგავსების საკითხებს სადავოდ ხდიდა.

მოკვლევის შედეგად სააგენტომ “კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(3) მუხლის დარღვევის ფაქტი დადგინდა. კერძოდ, კომუნიკაციის საშუალებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, პროდუქციის იმგვარი ფორმით პრეზენტირება/რეკლამირება, რაც შეცდომაში შემყვანია და მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის. ასევე, მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანია „ალგორითმის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია დომეინის რეგისტრაციისას რაიმე სამართალდარღვევას, ლოგოების აღრევას. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს დაევალა - კომპანიის სარეკლამო პოლიტიკა აწარმოოს იმგვარად, რომ მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევის, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი თავიდან იქნას აცილებული. საჯარიმო სანქციის მექანიზმის გამოყენება არ მოხდა, გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევის ფაქტი 2020 წლის ნოემბრამდე პერიოდში იყო დაფიქსირებული, როდესაც კონკურენციის შესახებ განახლებული კანონმდებლობა ძალაში შესული ჯერ კიდევ არ იყო. განმორებითი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქცია, რომელიც ჯარიმას ბრუნვის 1%-მდე ოდენობით გულისხმობს.

ცნობისთვის: 2021 წელს კონკურენციის სააგენტომ 3 მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია - 2 საქმე და 3 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა. ასევე, განხილვის პროცესშია კონცენტრაციის შესახებ ერთი განაცხადი.