09.აგვისტო .2020 14:20

ვარკეთილში მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად სპეციალურ აპარატს განათავსებენ

views 285
უკან

ვარკეთილი 3-ში, თაყაიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად განკუთვნილ აპარატს განათავსებს.

აპარატის მუშაობას ადგილზე დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნობიან.

ღონისძიება ხვალ, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა