მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კეპულაძე: პანდემიის ფონზე გამოჩნდა, რომ ბევრი საბანკო რეგულაცია ზედმეტი იყო

5f71974cb14de
ლიკა გურაბანიძე
28.09.20 13:00
2029

“პანდემიის ფონზე გამოჩნდა, რომ ბევრი საბანკო რეგულაცია ზედმეტი იყო და ახლა პირიქით - მუშაობა იმაზე მიდის, რომ ბანკებმა როგორმე ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდონ", - ამის შესახებ საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. 

კითხვას - რამდენად დიდია ანტისაბანკო განწყობები მოსახლეობაში, კეპულაძე ასე პასუხობს:

“დღეს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს საბანკო სექტორი, თუმცა მაინც სამწუხარო ფაქტია ის, რომ "საზოგადოება და ბანკებში" ადამიანების 90% მას შემდეგ რეკავს, რაც სესხი პრობლემური გახდება და როდესაც მის გადახდას ვეღარ ახერხებენ. ამის შემდეგ ადამიანის დახმარება რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში ის იურიდიულად მართალი არ არის. 

ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს ავუხსნათ, რომ საბანკო პროცენტები მხოლოდ ბანკებზე და მათ კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია ქვეყნის ეკონომიკა. გარდა ამისა, მოქალაქეებს საბანკო სექტორის გარეთ, დამატებითი ვალდებულებები აქვთ, როგორიც არის ლომბარდები, მევახშეები და ა.შ.” - განმარტა კეპულაძემ.