მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HP, Twitter, Target, Walmart, Pfizer - ბირჟაზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიები მიმდინარე კვირაში

6250520820079
გიორგი თოლორდავა
08.04.22 19:44
3019
მიმდინარე კვირას ამერიკულ საფონდო ბირჟებზე საუკეთესო შედეგები ტექნოლოგიურ, ჯანდაცვისა და საცალო ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს ჰქონდათ.

გასული 24 საათი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Hewlett-Packard-ისთვის. უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგის Berkshire Hathaway-ს მიერ HP-ის 11.4%-იანი წილის 4.2 მილიარდ დოლარად შეძენის გამო, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციები მკვეთრად, თითქმის 15%-ით გაიზარდა.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, უორენ ბაფეტი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ინვესტორია, მის მიერ HP-ის აქციების შეძენა კი იმის მკაფიო მანიშნებელია, რომ კომპანიას აქვს ზრდის სერიოზული პოტენციალი და არსებობს შანსი, რომ მომავალში მის შემოსავლიანობასთან ერთად აქციების ფასიც გაიზარდოს.

ინვესტორთა ყურადღების ცენტრშია ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Twitter-იც, რომლის აქციების ფასი ერთთვიან ჭრილში 44%-ზე მეტით გაიზარდა. ბოლო პერიოდში კომპანიის წარმატების განმაპირობებელი მთავარი მიზეზი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ მისი აქციების 9.2%-ის შეძენაა.

აღსანიშნავია, რომ მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგებისა და ცნობილი ადამიანების მიერ აქციების შეძენის ამბის გავრცელებას ხშირად მოჰყვება აღნიშნული კომპანიის საბაზრო ღირებულების მკვეთრი ზრდა, მსგავსი ტიპის ინფორმაციას კი გამოცდილი ტრეიდერები და ინვესტორები დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მიმდინარე კვირას ზრდის ტენდენცია შეიმჩნეოდა საცალო ვაჭრობის სექტორში, Target-ის აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა; Kroger-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 7.6%-ით მოიმატა; თითქმის 4%-ით გაიზარდა სავაჭრო ცენტების უმსხვილესი ქსელის, Walmart-ის საბაზრო ღირებულება; Best Buy-ს აქციები 3.7%-ითაა გაზრდილი; Costco Wholesale-ის კი - 5%-ზე მეტით.

ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და ლოკდაუნების დაწესების ფონზე, იზრდება ვაქცინების მწარმოებელი და ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციები. გასულ 24 საათში Pfizer-ის ღირებულება 4.3%-ით გაიზარდა; Moderna-ს აქციები 2.8%-ითაა გაზრდილი; Novavax-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი თითქმის 4.5%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ამერიკული საფონო ბირჟების ზოგად მიმოხილვას, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის, ინფლაციის დონის ზრდისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინის ფონზე, გასულ ხუთ დღეში S&P 500-ის ღირებულება 0.8%-ით შემცირდა; Nasdaq-ის ინდექსი 3%-ზე მეტით დაეცა; Dow Jones-ის ღირებულება კი თითქმის არ შეცვლილა.


საინვესტიციო შესაძლებლობა:


გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციით და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.