მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მესტიაში ფრენები განახლდება

5f4f301e665a8
თელარა გელანტია
03.09.20 09:10
851
რამდენიმე კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, დღეიდან, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით. სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათის და შაბათის გარდა, კვირაში 5-ჯერ შესრულდება.  ავიარეისებს AK-Air Georgia შეასრულებს.

ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარია. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს https://ticket.vanillasky.ge/en/tickets.