მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ანტიკრიზისული ბიუჯეტი ერთ-ერთი საუკეთესო სისტემური ნამუშევარია

5ee0b6baf2734
თელარა გელანტია
10.06.20 14:30
878
სამწუხაროდ, ძალიან ადრე შევედით საარჩევნო პროცესში. ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთოდ, მედია სივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი, როგორც ასეთი, გაქრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ფეიქი და პროპაგანდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანტიკრიზისული ბიუჯეტის ახალ ვერსიაზე ოპოზიციის შეფასებებს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტის ახალი ვერსია, რომელიც მთავრობამ შეიტანა, არაფერი არ დაურღვევია და რეგლამენტის შესაბამისად, ზუსტად საათების მიხედვით იყო ყველაფერი გაკეთებული.

„არის უკიდურესად სერიოზული სისტემური ნამუშევარი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორებთან ერთად. თითოეული პარამეტრი არის ზუსტად გაზომილი და დადგენილი. გარდა ამისა, ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს ბევრ ისეთ რაღაცას, როგორიც არის, მაგალითად, მეორე ტალღის შესაძლებლობა. ჩვენ ხომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი და სახელმწიფო იმ მდგომარეობაში, რომ თუ, მაგალითად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შემოდგომისას გაუარესდა, კიდევ ერთი მესამე დაკორექტირებული ბიუჯეტი შევიტანოთ. ამიტომ, ამ ბიუჯეტზე მუშაობა არ იყო მარტივი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროსაც, ეროვნულ ბანკსაც და მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდსაც, იმიტომ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სისტემური ნამუშევარია, კრიზისულ პირობებში, როგორ შეიძლება ასეთი ბიუჯეტის წარმოდგენა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.