მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება ახალი მედიკამენტის რეგისტაციის ვადები? - მინისტრის პასუხი

5eeb3e28268a6
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.20 14:24
944
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში გათვალისწინებული ახალი მედიკამენტების რეგისტაციის ვადების 10 დღიდან 30 დღემდე ცვლილება, გარკვეულწილად ბიზნესის ხელშესაწყობად კეთდება.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის ცვლილებათა საჭიროებას შეეხებოდა.

ჯანდაცვის მინსტრმა განაცხადა, რომ კომპანიებს 10 დღიანი ვადა გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა.

„ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც დამრეგისტრირებელი ვერ ახდენდა მოცემულ ვადაში დოკუმენტების წარმოდგენას, რის შედეგადაც მას განმეორებით უწევდა ამ დოკუმენტაციის შემოტანა. ჩვენ ვთვლით, რომ ამით მეტად უფრო მოქნილი გავხადეთ რეგისტრაციის პროცესი და შესაბამისად ჩვენს სისტემასაც მივეცით საშუალება, რომ დეტალურად შეისწავლოს ყველა დოკუმენტაცია, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში მედიკამენტები მოწმდება მხოლოდ დოკუმენტურად და არა ლაბორატორიულად, რაც ძალიან მნიშნელოვანია, რომ შემდგომში შემოწმდეს ლაბორატორიულადაც.

ვეტერინარების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება შევამოწმოთ ლაბორატორიულად, ხოლო ადამიანების საჭირო პრეპარატების შემოწმება ამ კუთხით ვერ ხორციელდება და დოკუმენტურ შესწავლასაც თავისი ვადები ესაჭიროება, იმისათვის, რომ ჩვენს ბაზარზე მოქალაქეებისთვის მივიღოთ ხარისხიანი და უსაფრთხო წამალი“, - განაცხადა მინისტრმა.

BM.GE-ს ჩაკითხვაზე, იყო თუ არა კანონმდებლობის ცვლილების შეტანა ბიზნესის მოთხოვნა, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა: „ეს ხელშეწყობაა გარკვეულწილად“.