მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდება ჯამში ბიუჯეტს თვითდასაქმებულებისთვის 300 ლარის დარიგება?

5f2d2fec52952
ინგა მურუსიძე
07.08.20 16:00
1629
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტიდან 75 მლნ ლარი გამოიყო, თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციების გაცემას ითვალისწინებდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 6 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 251 690 პირი. მათგან 170 948 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, ხოლო სულ გადაირიცხა 51 284 400 ლარი.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტოს დასრულდა, თუმცა გუშინ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ყველა თვითდასაქმებული, მიუხედავად იმისა, დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა თუ არა შევსებული, კომპენსაციას მიიღებს.

შესაბამისად, თუ ყველა პირს, ვინც განაცხადი შეავსო, თანხა ჩაერიცხება, ეს ნიშნავს, რომ თვითდასაქმებულებისთვის დახმარების გაცემის პროგრამა ბიუჯეტს 75 507 000 ლარი დაუჯდება. აღნიშნული თანხა ნახევარი მილიონი ლარით აჭარბებს პროგრამისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. 

როგორც ეკონომისტი, რამაზ გერლიანი ვარაუდობს, მთავრობა სოციალური პაკეტების გაცემას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ფული ეყოფა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ გამოყოფილი თანხების ათვისება ვერ ხდება.

„თანხა ვერ აითვისეს, ვინაიდან არასწორი მონაცემები ჰქონდათ, ასევე ზერელედ იყო ყველაფერი გათვლილი და ახლა დაიწყეს მორჩენილი ფინანსური რესურსის დაცლა“, - თქვა BM.GE-სთან საუბარში გერლიანმა.