სს "საქართველოს რკინიგზამ" 2020 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, იანვარ-ივნისის განმავლობაში ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავლები მართალია 6.4%-ით იყო გაზრდილი და 245 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ამაზე ბევრად მეტად გაიზარდა რკინიგზის ხარჯები, რის გამოც კომპანიამ წლის პირველი კვარტალი 31.4 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.
ამავე პერიოდში საქართველოს რკინიგზამ 5.5 მილიონი ტვირთები გადაზიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.4 მილიონი ტონით, ანუ 7.8%-ით მეტი იყო.
2020 წლის პირველი ნახევრის მსგავსად, კომპანიისთვის 2019 წლის პირველი ნახევარიც ზარალიანი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რკინიგზის ზარალმა 41.4 მილიონი ლარი შეადგინა.
"საქართველოს რკინიგზის" ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ხარჯების ზრდის მნიშვნელოვანი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალი იყო. პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 85.1 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.
ცალკეული წყაროების მიხედვით, რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:
სატვირთო გადაზიდვები - 196,6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 6.4%;
ლოგისტიკური სერვისები - 28,9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 11.6%;
სამგზავრო გადაყვანები - 5,1 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 54.5%;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 10,9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22%;
სხვა შემოსავალი - 3,4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 40%.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, პერსონალის სახელფასო ხარჯი 82.8 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო აღჭურილობის ხარჯი 20.4 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 39.7 მილიონი ლარი იყო.
2019 წელს რკინიგზის ჯამური ზარალი 5.6 მილიონი ლარი იყო. გასული წლის განმავლობაში "საქართველოს რკინიგზის" ჯამური შემოსავალი გაუმჯობესებული ტვირთბრუნვის გამო, ლარებში 15.8%-ით გაიზარდა და მან 491 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამურად, გადატანილი ტვირთების მოცულობა 8%-ით არის გაზრილი და ის 10.8 მილიონ ტონას შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რკინიგზის კონსოლიდირებული ზარალი 716 მილიონ ლარს შეადგენდა და ის ძირითადად საინვესტიციო ქონების გადაფასებით იყო გამოწვეული. 2018 წელს განხორციელებული კალკულაციით, რკინიგზის აქტივების საბალანსო ღირებულება 691 მლნ ლარით შემცირდა.
"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავისმხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. ცალკეული წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მაშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი გარკვეული ტემპით, ნაკადების აღდგენა დაიწყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი