მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვა სურს

6151c70d7619b
ნათია თაქთაქიშვილი
27.09.21 22:45
1412
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე-ინი, ქვეყანაში ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს პრაქტიკა სახელმწიფოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში მწვავე კრიტიკას იწვევს.

ძაღლის ხორცის კერძები სამხრეთკორეული სამზარეულოს ნაწილია და წელიწადში, დაახლოებით 1 მილიონ ძაღლს კლავენ მათი ხორცის საკვებად გამოყენებისათვის. თუმცა, ბოლო წლებში ეს ტენდენცია შემცირდა, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები კი ძაღლის შეჭმას მის შინაურ ცხოველად ყოლას ამჯობინებენ.

ამასთან, ახალ თაობაში ეს პრაქტიკა ტაბუირებულია, ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტებიც გამუდმებით აპროტესტებენ ამ ტრადიციას.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯე-ინმა ასევე ისაუბრა მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესებაზე.