მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა 25, 26 და 27 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

614d7b53a419a
BM.GE
24.09.21 11:11
723
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 25, 26 და 27 სექტემბერს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:


გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია.

აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.