მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭომ შესაძლოა ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფის გაფართოებაზე იმსჯელოს - გამყრელიძე

605c590dbcd83
ინგა მურუსიძე
25.03.21 13:50
647
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ვაქცინაციაზე მოთხოვნის დაბალი ტემპი შენარჩუნდება, უწყებათშორისი საბჭო ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებაზე იმსჯელებს.

გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩამოტანილი ვაქცინების დოზების ათვისება ვერ მოხდება, „კოვაქსის“ მხრიდან კითხვები აუცილებლად დაისმება.

„სერიოზული მოთხოვნაა ახალგაზრდა ადამიანებისგან აცრებზე, ამიტომ მერე საბჭო იმსჯელებს ასაკის გაფართოებაზე, თუ ასეთი ტემპი იქნება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები მეტად იაქტიურებენ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები მეტად იაქტიურებენ. ამ ეტაპზე არ უნდა დაგვჭირდეს, თუმცა თუ დაგვჭირდა, საბჭო ასაკობრივი ჯგუფის გაფართოებაზე იმსჯელებს. ჯერ რამდენიმე დღე დავაკვირდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, რომ თუ უკვე მოწოდებული ვაქცინების დოზების ათვისება არ მოხდება, „კოვაქსისგან“ შესაძლოა კითხვები დაისვას.

ამ დროისათვის, ვაქცინაციის ჩატარება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის და უკვე დღეიდან 65 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიისთვის არის შესაძლებელი.