მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ი დავალიანების გასტუმრებას 2023 წლის ივლისიდან დაიწყებს

63443020b478c
მარიამ ვარადაშვილი
10.10.22 19:00
999

თბილისის საქალაქო სასამართლომ Georgian Airways-ის რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცა, რასაც მანამდე მხარი ავიაკომპანიის კრედიტორებმა დაუჭირეს. გეგმა ხუთწლიანია და ავიაკომპანიას ვალის გასტუმრება ამ პერიოდში მოუწევს. როგორც BMG-ის კომპანიის ადვოკატმა გიგა ბათლიძემ განუცხადა, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემდგომ Georgian Airways-ში რეაბილიტაციის რეჟიმი წყდება და ის დამტკიცებული გეგმის მიხედვით აგრძელებს ოპერირებას.

მისივე თქმით, კრედიტორების დავალიანების გასტუმრებას კომპანია მომდევნო წლიდან დაიწყებს.

“გეგმის მიხედვით დავალიანების გასტუმრება 2023 წლის ივლისიდან უნდა დაიწყოს. ოღონდ ეს არ ეხება მიმდინარე ვალდებულებებს. კრედიტორთა ძირითადი ნაწილი, რომლებმაც ამ გეგმას მხარი დაუჭირეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც კომპანია თანამშრომლობას დღესაც აგრძელებს. აქედან გამომდინარე, გადახდის ეს გრაფიკი მიმდინარე ვალდებულებას არ ეხება და ამ გრაფიკით მხოლოდ ძველი დავალიანება დაიფარება”, - განაცხადა ბათლიძემ “საქმის კურსში”. 

Georgian airways-ის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ კომპანიის მსხვილი კრედიტორები სახელმწიფო კომპანიები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს საქაერონავიგაცია და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia არიან. 

“კომპანიის ზრდის კომპონენტი ამ გეგმაში გათვალისწინებულია. მათ შორის რეისებისა და ჩარტერული ფრენების დამატება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ “მეორე შანსი” არ არსებობს და თუ გეგმის შესრულება ჩავარდა, მაშინ დღის წესრიგში გაკოტრება დგება, რაც არავის უნდა”,-ამბობს ბათლიძე.

დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმით კომპანიამ ჯამში 17 მლნ ლარის დავალიანება უნდა დაფაროს.