მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ის დირექტორი: მთავრობამ შემიქმნა ვალები, Wizz Air-ი არ მაკმარა, Ryanair-ი შემომიყვანა

5e3a64bb12e28
ინგა მურუსიძე
05.02.20 10:46
18672
"მთავრობამ შემიქმნა ვალები, Wizz Air-ი არ მაკმარა და Ryanair-ი შემომიყვანა, - ამის შესახებ Georgian Airways-ის გენერალური დირექტორმა რომან ბოკერიამ BM.GE-ის განუცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადების იმ ნაწილს, სადაც მინისტრმა თქვა, რომ კომპანია Georgian Airways-სს ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა, თუმცა მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის გამოყენებული და პირიქით, დავალიანება ისე გადაუნაწილდა, როგორც მისთვის იქნებოდა მოსახერხებელი.

"მე რეისები წამართვეს, მგზავრები წამართვეს და ზუსტად მთავრობის ქმედებების გამო დამიგროვდა ვალები. დღევანდელ მდგომარეობაში ზუსტად იმიტომ ვარ, რომ მთავრობამ არაეფექტური გადაწყვეტილებები მიიღო. ვითომ ტურისტები ჩამოჰყავთ და მეორე მხრივ, ეროვნულ ავიახაზებს ანადგურებენ. თვითონ დამაგროვებინეს ვალები და ახლა კიდევ მადლობა უნდა ვუხადო. ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია და ასე დემაგოგიურად განაცხადეს, რომ თურმე ვალებს მინაწილებენ, ვუჩივლებ.

მთავრობამ შემიქმნა ვალები. Wizz Air-ი არ მაკმარა, Ryanair-ი შემომიყვანა, ჩემი გადახდილი გადასახადებით აფინანსებს მათ და ახლა ამბობენ ვალებს ვპატიობთო?! არაკონკურენტულ გარემოში ვარ, მაინცდამაინც საერთაშორისო სასამართლოში უნდა ვუჩივლო?! არ მინდა, სასამართლოში წავიდე, მე მაქვს პატრიოტული გრძნობა, მათ - არა, მაგრამ ბოლო-ბოლო იძულებული გავხდები. დემაგოგები არიან და მეტი არაფერი. რაც შეეხება მომსახურეობას, მითხრას მინისტრმა კონკრეტულად, რას ნიშნავს – მომსახურეობის ხარისხი არ გვაქვს? 27 წლის ეროვნულ ავიაკომპანიას რომელი მომსახურეობის ხარისხი არ აქვს?", - აცხადებს ბოკერია.