მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ის სპეცრეისით დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

5e88e2b40640d
თელარა გელანტია
05.04.20 00:12
1190
საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნიდან დასაბრუნებლად ჩარტერული რეისების შესრულება გრძელდება.

ცოტა ხნის წინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისი ბათუმი-ლონდონი-ბათუმი შესრულდა. Georgian Airways-მა სამშობლოში ლონდონიდან 180 მოქალაქე ჩამოიყვანა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე, ვალდებულია, 14-დღიანი საკარანტინე რეჟიმი გაიაროს.