მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ის თბილისი-მოსკოვის ბილეთის ფასი 824 ლარიდან იწყება

6464a2609ae40
მარიამ ვარადაშვილი
17.05.23 13:50
954
Georgian Airways-მა, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების ნებართვა გუშინ მიიღო, ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

მოსკოვი-თბილისის რეისზე ბილეთის ფასი 824 ლარიდან იწყება [ფასი მოცემულია მხოლოდ ერთი მიმართულებით]. ბევრად ძვირი ღირს ბილეთები ივნისსა და ივლისში და მათი ფასი 1000 ლარს აჭარბებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქართულ ავიაკომპანიას კვირაში შვიდი რეისის შესრულებაზე მისცა ნებართვა. Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან დაიწყებს.



10 მაისს რუსეთმა მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. საქართველოს ხელისუფლება კრემლის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წყაროებით ეთნიკურად ქართველი მილიონი ადამიანის ცხოვრება რუსეთში არ დასტურდება. ამას გარდა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას.

Georgian Airways-თან ერთად დღეის მდგომარეობით, ფრენების ნებართვა რუსულ Azimuth Airlines-ც აქვს. ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებული მოცემული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი-მოსკოვის რეისზე მხოლოდ ერთი გზა ბილეთის ფასი 19 მაისს 675 ლარიდან იწყება. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთიდან ფრენებზე მათ რამდენიმე ავიაკომპანიამ მიმართა, მოსალოდნელია ეს რიცხვი გაიზარდოს.