თუ დემაგოგიას გააგრძელებენ, იძულებული ვიქნები საერთაშორისო სასამართლოში ვუჩივლო, - ასე გამოეხმაურა ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია BM.GE–სთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას. ნათია თურნავამ თქვა, რომ ეფექტური მენეჯმენტის პირობებში Georgian Airways-ში სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
"როგორ შეიძლება გამოვასწორო ფინანსური მდგომარეობა, თუკი დღევანდელი ჩემი ფინანსური მდგომარეობით არაკონკურენტულ გარემოში ვარ?! როგორ უნდა მივიღო მოგება, როცა ჩემს მიერ გარეკლამებულ რეისებზე დაფრინავს უცხო ქვეყნის კომპანიები, რომელსაც ჩემივე სახსრებით აფინანსებს ჩემი მთავრობა და მე მანადგურებს?! სხედან და დემაგოგიით იმართლებენ თავს", - ამბობს ბოკერია.
მან ნათია თურნავას განცხადების იმ ნაწილსაც უპასუხა, სადაც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ კომპანია "აირზენას" ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა, თუმცა მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის გამოყენებული და პირიქით, დავალიანება ისე გადაუნაწილდა, როგორც მისთვის იქნებოდა მოსახერხებელი.
"მე რეისები წამართვეს, მგზავრები წამართვეს და ზუსტად მთავრობის ქმედებების გამო დამიგროვდა ვალები. დღევანდელ მდგომარეობაში ზუსტად იმიტომ ვარ, რომ მთავრობამ არაეფექტური გადაწყვეტილებები მიიღო. ვითომ ტურისტები ჩამოყავთ და მეორეს მხრივ, ეროვნულ ავიახაზებს ანადგურებენ. თვითონ დამაგროვებინეს ვალები და ახლა კიდევ მადლობა უნდა ვუხადო ვითომ. ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია და ასე დემაგოგიურად განაცხადეს, რომ თურმე ვალებს მინაწილებენ, ვუჩივლებ.
მთავრობამ შემიქმნა ვალები. Wizz Air–ს არ მაკმარა, Rayner შემომიყვანა, ჩემი გადახდილი გადასახადებით აფინანსებს მათ და ახლა ამბობენ ვალებს ვპატიობთო? არაკონკურენტულ გარემოში ვარ, მაინცდამაინც საერთაშორისო სასამართლოში უნდა ვუჩივლო? არ მინდა სასამართლოში წავიდე, მე მაქვს პატრიოტული გრძნობა, მათ - არა, მაგრამ ბოლო-ბოლო იძულებული გავხდები. დემაგოგები არიან და მეტი არაფერი. რაც შეეხება მომსახურეობას, მითხრას მინისტრმა კონკრეტულად, რას ნიშნავს – მომსახურეობის ხარისხი არ გვაქვს? 27 წლის ეროვნულ ავიაკომპანიას რომელი მომსახურეობის ხარისხი არ აქვს?", - აცხადებს ბოკერია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის