მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ აცრილებს ისრაელში შესვლისას დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება მოუწევთ

612f843131d70
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.21 21:21
3273
საზღვარგარეთ აცრილებს ისრაელში შესვლისას დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საზღვარგარეთ აცრილებს ისევ მოუწევთ 14-დღიანი საკარანტინე პერიოდის გავლა, რომელიც შესაძლოა შვიდ დღემდე შემცირდეს ორი PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. თუმცა, ყველა მათგანს ისრაელში დამატებითი ვაქცინის დოზის მიღება მოუწევთ, რის შემდეგაც ისინი „მწვანე საშვის“ მიღებას შეძლებენ, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

საქმე იმაშია, რომ ისრაელის მთავრობა არ ენდობა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ამასთან ქვეყნის საზღვრები უმეტესად დაკეტილი რჩება მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

Jerusalem Post-ი წერს, რომ ქვეყანაში შესვლას ამ ეტაპზე უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, ვინც ისრაელის მოქალაქის პირველი ხაზის ნათესავად ითვლება.