მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სალიზინგო კომპანიამ საერთაშორისო ბაზრიდან $5 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა

5f56108c9ef67
BM.GE
07.09.20 14:50
1454
 “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ” შვეიცარული ფინანსირების პლატფორმა Symbiotics-ისგან 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ფულადი რესურსი მოხმარდება მიკრო და საშუალო ზომის ბიზნესების (SME), ასევე დაბალი და საშუალო შემოსავლიანი მეწარმეების საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას, რაც მათ მარტივ და სწრაფ დაფინანსებას გულისხმობს.

„საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“, აღნიშნული ინვესტიცია, 2016 წლის შემდეგ, საერთაშორისო ფინანსური ბაზრიდან მოზიდული პირველი სესხია, რაც მსოფლიოში არსებული პანდემიის გათვალისწინებით, კომპანიის სტაბილურობაზე, მზარდ ტენდენციებზე, გამორჩეულ რეპუტაციასა და გამართულ ფინანსურ ანგარიშებზე მეტყველებს.

„Symbiotics” - თან თანამშრომლობის მიზანია, დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს სწრაფი ტემპით ზრდაში. მნიშვნელოვანია, რომ Covid-19-ის შედეგად შექმნილი კრიზისის და რთული ეკონომიკური პერიოდის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ ინვესტორების ნდობა. ეს ნაბიჯი, თავისთავად, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებას წინ უძღოდა 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. საქართველოში დამატებითი ფულადი რესურსის მოსაზიდად, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან“, - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ელდარ ახვლედიანმა.

Symbiotics - ის შესახებ

შვეიცარული ფინანსირების პლატფორმა - „სიმბიოტიკი“ წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაციაა, რომელიც კონცენტრირებულია როგორც, მიკრო და საშუალო ბიზნესების, ასევე დაბალი და საშუალო შემოსავლიანი მეწარმეების საქმიანობის დაფინანსებაზე განვითარებად ქვეყნებში. 2005 წლიდან „სიმბიოტიკი“ ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას და მსოფლიოს მასშატაბით, 450-მდე კომპანიასთან, 4,000-ზე მეტ ფინანსურ გარიგებას მიაღწია, რაც 5.5 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს - https://symbioticsgroup.com/  

საქართველოს სალიზინგო კომპანიის შესახებ

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ყველაზე გამოცდილია სალიზინგო მომსახურების სფეროში. ის იყო პირველი სალიზინგო კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. საქართველოს სალიზინგო კომპანია ფიზიკურ პირებთან ერთად მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს სალიზინგო მომსახურების მრავალფეროვნებას სთავაზობს. ლიზინგის საშუალებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ დაფინანსება მანქანა-დანადგარების, საწარმოო ხაზების, სატრანსპორტო ტექნიკისა და სხვა მოძრავი აქტივების შესაძენად. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://leasing.ge/