საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლუმბერგის ახალ, გაუმჯობესებულ რეპო პლატფორმაზე გადავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ორგანიზაციის თანახმად, ამ ფაქტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს ბლუმბერგის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა.
გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ბანკებთან ერთად ინოვაციური პლატფორმების დანერგვას გააგრძელებს.
"ეროვნული ბანკი მოხარულია, რომ გლობალურად საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც განხორციელდა კომპანია ბლუმბერგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმის დანერგვა. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა იმავდროულად ფინანსური ბაზრის მონაწილეების ფინანსური განათლების დონის გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც მთლიანობაში ბაზრის კიდევ უკეთ გამართული მუშაობის წინაპირობაა. საბოლოოდ კი, საზოგადოება იღებს მუდმივ განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებულ, თანამედროვე სისტემებით და ინსტრუმენტებით აღჭურვილ ფინანსურ სისტემას. საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკებთან თანამშრომლობით, მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ფინანსურ ბაზარზე სიახლეებისა და ინოვაციების აქტიურად დანერგვის მიმართულებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
"ბლუმბერგის E-bond პლატფორმის საშუალებით ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ რეპო ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელონ. E-bond პლატფორმა ბაზარს უზრუნველყოფს რეპო გარიგებების დადებისათვის ყველა აუცილებელი მექანიზმით, ფასების კოტირებით, ანალიტიკური მონაცემებით. აღსანიშნავია, რომ e-bond პლატფორმა დაცული ინტერფეისის საშუალებით ინტეგრირებულია ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ადგილობრივ GSSS (Georgian Securities and Settlement System) სისტემასთან, რომლის მეშვეობით დადებული გარიგებების სწრაფი და უსაფრთხო ანგარიშსწორება ხორციელდება.
რეპო გარიგებები ამცირებს კონტრაგენტებს შორის საკრედიტო რისკებს, ვინაიდან ნასესხები თანხის არდაბრუნების შემთხვევაში, რეპოს მონაწილეს რჩება ფასიანი ქაღალდი, რომლის გაყიდვითაც მას შეუძლია თავიდან აირიდოს ფინანსური ზარალი. ასევე, რეპო ბაზარი ხელს უწყობს მეორადი ბაზრის ლიკვიდობას, ვინაიდან ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ შესაძლებელია ფულადი თანხის მობილიზება. შესაბამისად, რეპო ბაზარი ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი