31.ოქტომბერი .2021 16:27

„პანდემიამ დასაქმების ბაზარზე „ცუდი კუდი“ დატოვა" - „Insource“- ის მმართველი პარტნიორი

 „პანდემიამ დასაქმების ბაზარზე „ცუდი კუდი“ დატოვა" - „Insource“- ის მმართველი პარტნიორი
views 575
უკან

საკონსულტაციო და რეკრუტუნგული კომპანიის „Insource“- ის მმართველი პარტნიორი გადაცემა „ქალების ნარატივში“ დასაქმების ბაზარზე პანდემიის გავლენას აფასებს. მედეა ტაბატაძის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად გართულდა თანამშრომლების აყვანა და ისეთი პროფესიები, რომლებიც ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება, იშვიათი გახდა.

„პანდემიამ დასაქმების ბაზარზე „ცუდი კუდი“ დატოვა, განსაკუთრებული გავლენა რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესზე მოახდინა. ძალიან ბევრი კომპანიის HR და მენეჯერი წუხს იმაზე, რომ კადრების დაქირავება, პროფესიონალების მოძიება, გართულდა. აქ ანაზღაურებაც აღარ მოქმედებს, პანდემიის ერთ-ერთი გავლენა იყო ის, რომ ახლა განსხვავებული უნარების კადრებია საჭირო, ვიდრე 2019 წლის ჩათვლით იყო.

კოვიდამდე დამსაქმებლები მინიმალურ უნარებს ითხოვდნენ, ესეც შეიცვალა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიები გახდა იშვიათი, რომელიც ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება“ - განმარტავს მედეა ტაბატაძე.

 

გადაცემა სრულად:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა