მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი მტკივნეული შეფერხებაა, თუმცა რჩება სხვა ქვეყნები, საიდანაც ტურისტები შემოდიან - თურნავა

60f693ce1fb41
ინგა მურუსიძე
20.07.21 13:27
856
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ისრაელის მიერ საქართველოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებში შეყვანა, "მტკივნეული შეფერხებაა" თუმცა რჩებიან სხვა ქვეყნები, საიდანაც ტურისტები შემოდიან. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამომდინარე იქიდან, რომ ივნისში, ისრაელი იყო მეორე ქვეყანა თურქეთის შემდეგ, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია, Bm.ge-მ მინისტრს ჰკითხა -  რა არის სახელმწიფოს გეგმა B ანუ ვის ხარჯზე წარმოუდგენიათ ტურიზმში აღდგენის ტენდენციის გაგრძელება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გვქონდეს იმ ნიშნულზე, რასაც ვვარაუდობთ, თუმცა 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდაში ნავარაუდევია ტურიზმის აღდგენა 2019 წლის 30%-იან ზღვარზე. საკმაოდ ფრთხილი პროგნოზია ჩადებული. თუკი ვაქცინაციის ტემპი იქნება ისეთი, როგორიც მოლოდინი გვაქვს, ტურიზმი უფრო მეტად აღდგება, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული.

პანდემია გლობალურად გრძელდება და შეზღუდვები წესდება სხვადასხვა ქვეყანაში, არა მარტო ჩვენთან და ვაქცინაცია ერთადერთია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ერთ-ერთი პირველი ინდუსტრია, სადაც პრიორიტეტული ვაქცინაცია დავიწყეთ, ეს იყო ტურიზმის ინდუსტრია, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ტურისტულ ობიექტებზე მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ისრაელი მტკივნეული შეფერხებაა, თუმცა რჩება სხვა ქვეყნები, საიდანაც ტურისტები შემოდიან; ასევე იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაციის მეშვეობით გარდავტეხთ ამ მზარდ დინამიკას და უფრო მეტად გავაჯანსაღებთ... ყოველ შემთხვევაში ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ზაფხულის სეზონი ნორმალურ დონეზე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.