მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკაც და ავიამიმოსვლაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავხსნათ" - ამირან გამყრელიძე

5f0c70582b712
ინგა მურუსიძე
13.07.20 18:30
1347
"ეკონომიკაც და ავიამიმოსვლაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავხსნათ", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე bm.ge-ის კითხვას.

"მართალია, ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრები უპირობოდ გაიხსნა, მაგრამ რეგულარული მიმოსვლა ივლისში არ არის. აგვისტოდან კი, არსებული ინფორმაციით, ავიაკომპანიები კვირაში ორჯერ იფრენენ. იყო თუ არა ეს NCDC-ის რეკომენდაცია ანუ ხედავთ რისკებს, რომ მეტი სიხშირით ავიამიმოსვლამ შესაძლოა რისკები გაზარდოს და ვერ მართოს ქვეყანამ ეპიდსიტუაცია? - ჰკითხა bm.ge-იმ ამირან გამყრელიძეს.

„ეს იყო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება და კარგია, რომ თანდათან ქვეყანა იხსნება. ჩვენ დიდხანს ვერ ვიქნებით ჩაკეტილი, მაგრამ ბალანსირებული პოლიტიკა უნდა გვქონდეს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავხსნათ ეკონომიკა, გავხსნათ მიმოსვლა. საუბარია იმაზე, რომ ჩარტერულთან ერთად რეგულარული ფრენები დაიწყოს.

დიახ, ნებისმიერი შემსუბუქება დაკავშირებულია მომატებულ რისკთან, მაგრამ ეს რისკები უნდა ვმართოთ და პრევენცია გავაკეთოთ, მზადყოფნის საშუალებით, ესენია ტესტირება, ინფიცირებულთა ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი სამედიცინო მოვლა“, - განაცხადა გამყრელიძემ.